რა ვალდებულებები ეკისრებათ შინაური ცხოველების მეპატრონეებს და რას შეამოწმებენ მონიტორები ბინაზე
1747921223
ისრაელის საგარეო მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის მოკვლა ანტისემიტური პროპაგანდის პირდაპირი შედეგია, რომელიც „ჰამასის“ 2023 წლის ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ განვითარდა.
გიდეონ საარმა მტრული განწყობების გავრცელებაში საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები და თანამდებობის პირები დაადანაშაულა, „განსაკუთრებით ევროპიდან“.
„ბოლო პერიოდში ვხედავთ ისრაელის მისიების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმებისა და მცდელობების უპრეცედენტო ტალღას მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში. ამ ზიზღს ავრცელებენ მრავალი ქვეყნის, საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები და თანამდებობის პირები, განსაკუთრებით ევროპიდან“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ვაშინგტონის ცენტრში, ებრაულ მუზეუმთან ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, მამაკაცსა და ქალზე თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი ებრაულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებას ტოვებდნენ. ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ მამაკაცი „თავისუფლება პალესტინას“ სკანდირებდა.
ისრაელის საელჩოებზე მოკლულთა ხსოვნის პატივსაცემად დროშებია დაშვებული.