„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო" - საქართველოში ჩეხეთის საელჩო

ჩეხეთის საელჩო

საქართველოში ჩეხეთის საელჩო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამიმრის წერილს აქვეყნებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ერს", - აღნიშნულია საქართველოში ჩეხეთის საელჩოს განცხადებაში.