ღიად ვამბობ, რომ ცივი დამოკიდებულება გვაქვს უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიმართ - სლოვაკეთის პრემიერი უკრაინელ კოლეგას

რობერტ ფიცო დენის შმიგალი

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ კვლავ დააფიქსირა ნეგატიური დამოკიდებულება უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიმართ, თუმცა პირობა დადო, რომ არ დაბლოკავს უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, დენის შმიგალთან სამთავრობათაშორისო შეხვედრაზე რობერტ ფიცომ აღნიშნა, რომ სლოვაკეთი 100%-ით უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ „ცივი“ დამოკიდებულება აქვს ნატოში გაწევრიანების მიმართ.

„ღიად ვამბობ, რომ ცივი დამოკიდებულება გვაქვს უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიმართ, მაგრამ ევროკავშირთან დაკავშირებით ჩვენ 100%-ით მხარს გიჭერთ. თქვენი წევრობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებული იქნება“, - განუცხადა რობერტ ფიცომ უკრაინელ კოლეგას.

მან დასძინა, რომ სლოვაკეთი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის მინიჭებას.