ღაზის სექტორში ისრაელის სამხედროების დაბომბვას 48 ადამიანი, მათ შორის 22 ბავშვი ემსხვერპლა

ღაზის სექტორი

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედროების დაბომბვას 48 ადამიანი, მათ შორის 22 ბავშვი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ადგილობრივ საავადმყოფოებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამერიკული გამოცემა წერს, რომ დაბომბვა გვიან ღამით და გამთენიისას მოხდა.

პარალელურად, არაბული მედია წერს, რომ ბოლო ერთ დღეში დაბომბვის შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 65 ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე გახდა ევროპული და ნასერის საავადმყოფოები, ასევე ჯაბალიას საცხოვრებელი ადგილები. ღაზაში ადგილობრივების უმრავლესობა არაბული ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში დაიღუპა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის სამხედროებმა იერიში მიიტანეს ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ ხან იუნისზეც.