ღაზის სექტორში, ჰუმანიტარულ ზონაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, ,,ჰამასის" პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე დაიღუპნენ

აშშ ისრაელს ღაზაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული პირობების გამო აკრიტიკებს

 ღაზის სექტორში, ჰუმანიტარულ ზონაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად "ჰამასის" პოლიციის უფროსი, მაჰმუდ სალაჰიდა მისი მოადგილე, ჰუსამ შაჰვანი დაიღუპნენ .

The Times of Israel-ის ცნობით, ამის შესახებ პალესტინური და არაბული მედია, მათ შორის "ჰამასის" ტელევიზია "ალ-აქსა“ იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე მავასის რაიონში მაჰმუდ სალაჰის კარავი იყო, სადაც ის მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა.

მედიკოსები აცხადებენ, რომ თავდასხმას სულ 11 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები, ემსხვერპლა.