ღაზას სექტორში ისრაელის დარტყმებს ბოლო 24 საათის განმავლობაში 90-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი ჟურნალისტია

ღაზას სექტორი

ღაზას სექტორში ისრაელის დარტყმებს ბოლო 24 საათის განმავლობაში 90-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი ჟურნალისტია. შემთხვევის შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო დაახლოებით 500-მა ადამიანმა.

პალესტინურ ანკლავში ომის 23 თვის განმავლობაში დაღუპულთა რიცხვი 63 000-ს გასცდა, ხოლო 160 000-ზე მეტი დაშავებულია, მილიონობით დევნილად იქცა.