ჰუსიტებმა იემენში გაეროს თანამშრომლები დააკავეს

gaero

იემენელმა „ჰუსიტებმა“ სანაში მდებარე გაეროს ოფისში რეიდი მოაწყვეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დაკავებულია ოფისის 11 თანამშრომელი.

ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ „ჰუსიტები“ მსოფლიო საკვები პროგრამის ოფისის ტერიტორიაზე შევიდნენ, გაეროს საკუთრება მიითვისეს და დედაქალაქში გაეროს სხვა ოფისებში შესვლაც სცადეს.

„ჰუსიტები“ ასევე შევიდნენ UNICEF-ის შენობაშიც, რის შემდეგაც ოფისის თანამშრომლებთან კონტაქტზე გასვლა ვერ ხერხდება.