1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
რიო-დე-ჟანეიროში გერმანელი დიპლომატი, უვე ჰერბერტ ჰანი დააკავეს, მას საკუთარი ბელგიელი მეუღლის მკვლელობაშ ედება ბრალი. ამის შესახებ CNN წერს.
ჰანის განცხადებით, მისი მეუღლე პარასკევს გარდაიცვალა, ის საცხოვრებელი სახლიდან გადმოვარდა. თუმცა, პოლიციამ დიპლომატი მკვლელობაშ ეჭვმიტანილად მიიჩნია მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ სახლში სისხლის კვალი იპოვა, გარდაცვლილს სხეულზე კი მრავლობითი ჭრილობები აღმოაჩნდა.
"გარდაცვალების გარემოება ნათელია, მივხვდით, რომ ეს იყო ძალადობის შედეგად დამდგარი შედეგი," - განაცხადა გამომძიებელმა.
ბერლინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მათი საელჩო ბრაზილიაში და საკონსულო რიოში აქტიურად ეხმარებიან გამოძიებას, თუმცა სხვა დეტალების გამხელისგან თავი შეიკავეს.
წყვილი ერთად 23 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.