ქუთაისში, 32 წლის ლევან ხაჭაპურიძეს ეძებენ
1768152485
აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა, რობერტ კენედი უმცროსმა X-ზე ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ის გერმანიის ჯანდაცვის მინისტრთან გაგზავნილ წერილზე საუბრობს. მას მიაჩნია, რომ ის, რაც გერმანიაში ახლა ხდება, აშშ-ისგან მკაფიო რეაგირებას მოითხოვს.
რობერტ კენედი მიმართვაში ამბობს, რომ გერმანიაში ათასობით ექიმს და მათ ათასობით პაციენტს, პანდემიის პერიოდში პირბადეების ტარების ან COVID-19-ის ვაქცინაციისგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის გამო, სისხლისსამართლებრივი დევნა და სასჯელი ემუქრება.
როგორც კენედი თავის წერილში ხსნის, გერმანია მიზნად ისახავს იმ ექიმების დევნას, რომლებიც თავიანთ პაციენტებს პირველ ადგილზე აყენებენ, ხოლო მოქალაქეებს სჯიან იმის გამო, რომ ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს. მას მიაჩნია, რომ გერმანიის მთავრობა არღვევს პაციენტისა და ექიმის ურთიერთობას და მას საშიში სისტემით ცვლის, სადაც ექიმები სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებლები ხდებიან. კენედი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც შეიძლება ამ სისტემას მოჰყვეს. მისი თქმით, ამ დროს ექიმი არა პაციენტის ჯანმრთელობაზე, არამედ საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებაზე ზრუნავს.
"არცერთი დემოკრატია, რომელიც დაფუძნებულია ნდობასა და გამჭვირვალობაზე, არ უნდა წავიდეს ამ მიმართულებით. პაციენტებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ თავისუფლება, მიიღონ პირადი სამედიცინო გადაწყვეტილებები იძულების ან პოლიტიკური ზეწოლის გარეშე", - აცხადებს კენედი. კენედი გერმანიის მთავრობას მიმართავს, შეცვალოს ეს მიდგომა. შეწყვიტოს დევნა, აღადგინოს უსამართლოდ ჩამორთმეული ლიცენზიები, შეწყვიტოს იმ ექიმების დასჯა, რომლებიც კეთილსინდისიერად მოქმედებდნენ და პატიოსნად ემსახურებოდნენ თავიანთ პაციენტებს და გერმანელ ხალხს მისცენ საშუალება, თავად მიიღონ ინფორმირებული სამედიცინო გადაწყვეტილებები.
"გერმანიიდან გავრცელებული ცნობები აჩვენებს, რომ მთავრობა უგულებელყოფს პაციენტის უფლებას და ზღუდავს მოქალაქეების შესაძლებლობას, სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარი რწმენისა და სინდისის მიხედვით იმოქმედონ. სწორედ ამიტომ, პარასკევს წერილი გავუგზავნე გერმანიის ჯანდაცვის მინისტრს, ნინა ვორკინს. ჩემს წერილში მკაფიოდ განვაცხადე, რომ გერმანიას აქვს შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, შეცვალოს ეს მიმართულება, აღადგინოს სამედიცინო ავტონომია, დაასრულოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაიცვას ის უფლებები, რომლებიც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველს ქმნის", - დაწერა მან X-ზე.