1746546003
გერმანიის კანცლერის ასარჩევად მეორე კენჭისყრა რამდენიმე საათში გაიმართება

გერმანიის კანცლერის ასარჩევად მეორე კენჭისყრა რამდენიმე საათში გაიმართება.
„ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ წევრი ენს შპანი მოუწოდებს კანონმდებლებს, გამოიჩინონ პასუხიმგებლობა და მხარი დაუჭირონ კოალიციის კანდიდატს.
გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში გამართულ პირველ კენჭისყრაზე კანცლერობისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ მიიღო.
გერმანიის კანონმდებლობით, კანცლერობის კანდიდატმა არჩევისთვის უნდა მოიპოვოს ბუნდესტაგის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობის, ანუ წევრთა ნახევარს პლუს ერთი დამატებითი ხმა. ამას ზოგჯერ „კანცლერის უმრავლესობას“ უწოდებენ. თუ კანდიდატი ვერ მოიპოვებს აბსოლუტურ უმრავლესობას პირველ რაუნდში, ტარდება მეორე რაუნდი. შემდეგ ბუნდესტაგს აქვს 14 დღე კანცლერად სხვა კანდიდატის ასარჩევად.
თუ ხმის მიცემის მეორე რაუნდიც ვერ გამოიღებს შედეგს, არჩევნების პროცესი მესამე ფაზაში შედის, რაც დაუყოვნებლივ ახალი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს. პირი, რომელიც მიიღებს ხმათა უდიდეს რაოდენობას, კანცლერად აირჩევა.
კანონმდებლობის თანახმად, როდესაც კანცლერად არჩეული პირი მოიპოვებს აბსოლუტურ უმრავლესობას, ანუ ბუნდესტაგის წევრთა უმრავლესობის ხმებს, ფედერალურმა პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს კანცლერი არჩევნებიდან შვიდი დღის განმავლობაში. თუ კანცლერად არჩეული პირი მიიღებს მხოლოდ ფარდობით უმრავლესობას, ანუ ყველაზე მეტ ხმას, ფედერალურმა პრეზიდენტმა ან უნდა დანიშნოს კანცლერი შვიდი დღის განმავლობაში, ან უნდა დაითხოვოს ბუნდესტაგი.