გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ ჩინეთმა სტრატეგიული წინდახედულობით გზა გაიკვლია დიდი სახელმწიფოების რიგებში, ხოლო აშშ-ის გლობალური ლიდერობა ეჭვქვეშ დგას

მერცი

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, მსოფლიო დიდი ძალების აღზევების პერიოდში შედის. ამის შესახებ მერცმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

მერცის თქმით, ეს სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, პირველ რიგში, პატარა სახელმწიფოებისთვის.

როგორც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, სიმშვიდე და მშვიდობა, რომელიც დავოსშია, მკვეთრ კონტრასტშია იმ სამყაროსთან, რომლის ძველი წესრიგი ძალიან სწრაფად იშლება.

მერცის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი ყველაზე რადიკალური მაგალითი იყო, მაგრამ ცვლილება ბევრად უფრო ღრმაა.

გერმანიის კანცლერი ასევე აღნიშნავს, რომ ჩინეთმა სტრატეგიული წინდახედულობით, გზა გაიკვლია დიდი სახელმწიფოების რიგებში, ხოლო შეერთებული შტატების გლობალური ლიდერობა ეჭვქვეშ დგას.

„ჩვენ შევედით დიდი ძალების პოლიტიკის დროში. ბოლო სამი ათწლეულის საერთაშორისო წესრიგი, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეფუძნებოდა, ყოველთვის არ იყო სრულყოფილი. დღეს ამის საფუძვლები შეირყა. არ არის კომფორტული ადგილი. ამას მარტივად არ ვამბობ. მეოცე საუკუნეში ჩემმა ქვეყანამ, გერმანიამ, ეს გზა მწარე დასასრულამდე გაიარა. მან მსოფლიო შავ უფსკრულში ჩაითრია“, – აღნიშნა მერცმა.