გერმანიაში მშვიდობა დასრულდა - ფრიდრიხ მერცი

რიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ქვეყანა ინფრასტრუქტურაზე გახშირებული თავდასხმების გათვალისწინებით მშვიდობიან პერიოდში აღარ ცხოვრობს.

„ჩვენ ომში არ ვიმყოფებით, მაგრამ არც მშვიდობიან პერიოდში ვცხოვრობთ“, - განაცხადა მერცმა.

გერმანიის მთავრობის თავმჯდომარემ რამდენიმე ფაქტორი ჩამოთვალა, რის გამოც ის თვლის, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი პერიოდი დასრულდა, კერძოდ, დრონების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევა, ჯაშუშობის გახშირებული ფაქტები, მკვლელობები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეების მისამართით განხორციელებული მკვლელობის მუქარები და ა.შ.

მერცის განცხადებით, გერმანია ყოველდღიურად ებრძვის საბოტაჟს და მონაცემთა დამუშავების ცენტრების პარალიზების მცდელობებს.

„ვფიქრობ, რომ აქ, ამ დარბაზში ყოველი მეორე, სულ მცირე ერთხელ მაინც გამხდარა პირადი მონაცემების გადამცემ ქსელსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მსხვერპლი“, - დასძინა მან.