გერმანიაში დანით შეიარაღებულმა პირმა სკოლის რამდენიმე მოსწავლე დაჭრა

გერმანიის პოლიცია

გერმანიის დასავლეთ ნაწილში დანით შეიარაღებული სკოლის მოსწავლე თანაკლასელებს თავს დაესხა. რამდენიმე მოსწავლე დაჭრილია. 

ინციდენტი ქალაქ ვუპერტალში მოხდა. ინფორმაციის მიღებისთანავე ადგილზე პოლიცია მივიდა. თავდამსხმელი დაკავებულია.

სპეცოპერაციის დროს სროლა არ ყოფილა. დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის თავად თავდამსხმელიც არის.