გერმანიაში ატრაქციონზე ავარიის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა

ატრაქციონი

გერმანიაში ატრაქციონზე ავარიის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ინციდენტი ბავარიის ქალაქ გიუნცბურგში მდებარე ლეგოლენდის გასართობ პარკში მოხდა. ერთმანეთს ატრაქციონზე მოძრავი ორი მატარებელი შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მეხანძრეები და სამი ვერტმფრენი, რომელთა დახმარებითაც ატრაქციონიდან მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა. მომხდარის მიზეზი ჯერ უცნობია.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ატრაქციონი ძირითადად რვა წლიდან და ზემოთ ასაკის პირებისთვისაა განკუთვნილი. ექვს წლამდე ბავშვები მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად დაიშვებიან. მატარებლების სიჩქარე 29 კმ/სთ-ს აღწევს.