„იწვევს მძიმე რესპირატორულ სიმპტომებს“ – ახალი ვირუსის შესახებ გიორგი ფხაკაძე მიმართვას ავრცელებს
1736162760
2020 წელს, ბარბარობის დღესასწაულზე ქადაგების შემდეგ ილია მეორემ მრევლს მის მიერ დაწერილი მოკლე ლოცვის შესახებ უთხრა.
"გუშინ დავწერე მოკლე ლოცვა, სადაც ვთხოვთ უფალს, რომ სიმშვიდე მოგვცეს, დაამშვიდოს ეს ცხოვრება ჩვენთვის", - აღნიშნა ილია მეორემ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწერილი ლოცვა მრევლს მეუფე დანიელმა წაუკითხა:
"მამაო ჩვენო, ღმერთო აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა, დიდება და მადლობა შენ! უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით, გარდამოიხილე ზეცით მოწყალეო, შეგვინდევ შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა. დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო. შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ. შეგთხოვთ, უფალო, დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი. გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავალფერთა განსაცდელთაგან. შეგთხოვთ, უფალო, არა უგულებელყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ გვიხაროდეს ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ მამასა, ძესა და წმინდასა სულსა. ამინ".
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ლოცვა მრევლმა ტაძარში, სახლში თუ სამსახურში უნდა წაიკითხოს.
"ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი, მთელი მსოფლიო. ღმერთმა ისმინოს ლოცვისა, ამინ. ეს ლოცვა დარჩება ტაძრებში და სადაც არ უნდა იყოთ, ტაძარში, სახლში თუ სამსახურში, ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს თქვენს ლოცვას", - განაცხადა მაშინ პატრიარქმა.