დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
გერმანია ომის დაწყების შემდეგ უკრაინას სამხედრო დახმარების ყველაზე დიდ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
სამხედრო დახმარების პაკტის ღირებულება 2,7 მილიარდ ევროს შეადგენს და ის უახლოეს მომავალში გაიგზავნება.
სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს, 20 „მარდერ“ ჯავშანტრანსპორტს, ასევე „ლეოპარდ 1“-ის ტიპის 30 ტანკს და სხვა უკრაინისთვის საჭირო სამხედრო ტექნიკას.
გამოცემის ცნობით, დახმარების პაკეტი კვირას, აახენში უკრაინის პრეზიდენტ ვოლიდიმირ ზელენსკისთვის, კარლოს დიდის პრიზის გადაცემის პარალელურად გამოცხადდება, როგორც უკრაინისადმი გერმანიის სოლიდარობის სიმბოლო.