„სრულიად საქართველოს ეხება“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1789587275
გერმანია ლატვიაში Eurofighter-ის ტიპის გამანადგურებლებს განათავსებს, რათა საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, რომელიც 3 ოქტომბერს გაიმართება, ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვა უზრუნველყოს, – ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც გერმანიის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, ლატვიის თხოვნის საფუძველზე, გერმანიის საჰაერო ძალები ლატვიას საპარლამენტო არჩევნების პერიოდში საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარებიან.
„ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში ბალტიისპირეთის ქვეყნებში უპილოტო საფრენი აპარატების მიერ საჰაერო სივრცის არაერთი დარღვევის ფონზე, ლატვიის მთავრობამ მოკავშირეებს დახმარების თხოვნით მიმართა, რათა საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის საჰაერო სივრცის დაცვა უზრუნველყოს“, – აღნიშნულია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქვეყანა „საიმედოდ უჭერს მხარს თავის მოკავშირეებს, რომლებიც აღმოსავლეთ ფლანგზე განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან“ და ამ მიზნით, გერმანია სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე Eurofighter-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მცირე კონტინგენტს გაგზავნის.
ცნობისთვის, 14 აგვისტოს ღამით ლატვიის აღმოსავლეთ რაიონებში საჰაერო განგაში გამოცხადდა. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლატვიაში ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს.