სოფო ბედია მიმართვას ავრცელებს
1767695804
გერმანია აიღებს პასუხისმგებლობას უკრაინისა და მთლიანად კონტინენტის უსაფრთხოებაზე, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა პარიზში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს ახალი წელი იწყება ზუსტად ისე, როგორც ძველი დასრულდა – უკრაინისთვის ინტენსიური სამშვიდობო დიპლომატიით. ევროპელების, უკრაინისა და შეერთებული შტატების სამკუთხედში ჩვენ ავაშენეთ ის პროგრესი, რომელსაც გასულ წელს ბერლინში მივაღწიეთ. ეს არის საერთო წარმატება“, – აღნიშნა მერცმა.
მისი თქმით, აშშ-სა და კოალიციას აქვთ ერთი და იგივე სტრატეგიული მიზანი.
„დღეს ჩვენ ფოკუსირება გავაკეთეთ იმ წვლილზე, რომელსაც ევროპა და მისი პარტნიორები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ შეიტანენ უკრაინისთვის. როგორც „მსურველთა კოალიცია“, ჩვენ ავიღებთ ჩვენს პასუხისმგებლობებს“, – აღნიშნა კანცლერმა.