გერმანელი კარდიოლოგი პაციენტების განზრახ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

ექიმები

გერმანელმა სამართალდამცველებმა ორი პაციენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ბერლინის კლინიკის კარდიოლოგიური განყოფილების ყოფილი ექიმი დააკავეს. საუბარია 55 წლის მამაკაცზე, რომელიც გასული წლის აგვისტოში გაათავისუფლეს სამედიცინო დაწესებულებიდან.

„კაცი ეჭვმიტანილია, რომ მძიმედ დაავადებულ პაციენტებს, ორ შემთხვევაში, 2021 და 2022 წლებში რეანიმაციულ განყოფილებაში განზრახ დიდი დოზით მიაწოდება სედატიური საშუალება, რის შედეგადაც ისინი გარდაიცვალნენ“, - აცხადებენ პოლიციაში.

გამოძიება ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოში დაიწყო, მაგრამ ორდერის გაცემა მხოლოდ სამედიცინო დასკვნის მიღების შემდეგ გახდა შესაძლებელი. დასკვნის თანახმად, სედატიური საშუალებების მაღალი დოზები სამედიცინო თვალსაზრისით არ იყო გამართლებული.

„სულ ოთხი საეჭვო გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა კარდიოლოგიის განყოფილების მუშაკთან დაკავშირებით, მაგრამ მხოლოდ ორ შემთხვევაში გაირკვა, რომ გამოწერილი მედიკამენტები არ იყო გამართლებული“, წერს სააგენტო.