როდის უნდა დავიბანოთ თმა, რომ 3 დღე სუფთად დაგვრჩეს
1787398800
გაუპატიურებაში ბრალდებული "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი დანი ალვესი ციხეში სიგარეტის უკანონო განაწილების სქემაშია ჩართული, წერს Sportbox. გამოცემის ცნობით, ანაზღაურებად სპორტსმენი ავტოგრაფს იყენებს.
ესპანური კლუბის მაისურს პატიმარს აცმევენ, რომელსაც შეუძლია ციხის სხვადასხვა ნაწილში გადაადგილება. ის მაისურს მფლობელებს ავტოგრაფებით უბრუნებს, რისთვისაც სხვადასხვა საქონელს აძლევენ. ძირითადად - სიგარეტი. ამ დროისთვის არ არის დადასტურებული, რომ ფეხბურთელი ამ სქემით სარგებლობს. თუ ეს მოულოდნელად დადასტურდა, მას ახალი ბრალდება ემუქრება.