ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, სამგორის რაიონში, მოქალაქის კუთვნილი წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა.
,,აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების ქსელის დაცლა, რის გამოც 31 მარტს, 17:30 საათიდან, 1 აპრილის დილის 03:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონი - ვარკეთილის III მასივს, კალოუბნის, თრიალეთის, საცხენისის, შუამთის, წნორის, წყლის, ელდარის, გახოკიძის, ჯავახეთის, გაბაშვილის, ლორთქიფანიძის, წულუკიძის, კაკლიანის, ბერიაშვილის, აეროდრომის 1-2 და 8-10 ქუჩას, კახეთის გზატკეცილის ნაწილს, რამიშვილი N38, სამგორის დასახლებას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.