გარდაიცვალა 7 წლის ბიჭი, რომელიც 116 კილოგრამს იწონიდა - შვილის სიმსუქნის გამო ბრალი მშობლებს წაუყენეს

ბავშვებში სიმსუქნის რისკის წინასწარ განსაზღვრა შეგვეძლება

მიჩიგანის შტატში ცოლ-ქმარს მეორე ხარისხის მკვლელობის ბრალდება წარედგინა. სამართლებრივი დევნის საფუძველი მათი შვიდი წლის შვილის გარდაცვალება გახდა, რომელიც სიმსუქნით იტანჯებოდა. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ბიჭუნა წლების განმავლობაში ელემენტარულ სამედიცინო დახმარებასაც კი არ იღებდა. ამის შესახებ New York Post წერს.

დემიენ და ჯესიკა ო'ბრაიენებს ბრალი უკვე წაუყენეს.  პროკურატურა მომხდარს ახასიათებს, როგორც მშობლის მოვალეობების განსაკუთრებული და საშინელი უგულებელყოფის შედეგს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბიჭი თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში ექიმთან მხოლოდ ერთხელ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს სამედიცინო დაზღვევა ჰქონდა. ბავშვს სკოლაშიც არასდროს უვლია.

გვამის გაკვეთამ აჩვენა, რომ სიკვდილის მიზეზი გახდა დილატაციური კარდიომიოპათია, გულის კუნთის დაავადება. ექსპერტების დასკვნით, მის განვითარებას ხელი შეუწყო მძიმე ფორმის სიმსუქნემ. გარდაცვალების მომენტში ბავშვი 116 კილოგრამს იწონიდა, მისი სიმაღლე კი დაახლოებით 127 სანტიმეტრი იყო. შედარებისთვის, ამ ასაკისა და სიმაღლისთვის ნორმად 23-დან 33 კილოგრამამდე წონა ითვლება. საქმეზე გამოძიება გრძელდება.