7 რამ, რაც ბავშვებს გენეტიკურად მხოლოდ მამისგან გადაეცემათ
1792699875
სუპერმოდელ სინდი კროუფორდისა და ბიზნესმენ რანდე გერბერის ვაჟის, პრესლი უოლკერ გერბერის გარდაცვალებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, ოჯახმა სოციალურ ქსელში პირველი ერთობლივი ემოციური განცხადება გაავრცელა.
სინდი კროუფორდმა, რანდე გერბერმა და მათმა უმცროსმა ქალიშვილმა, კაია გერბერმა, საზოგადოებას გულწრფელი წერილით მიმართეს.
„განადგურებულები ვართ ჩვენი საყვარელი ვაჟისა და ძმის დაკარგვით. თავს ბედნიერად და მადლიერად ვგრძნობთ, რომ პრესლი 27 წლის განმავლობაში ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყო. ის თბილი და მშვენიერი სულის ადამიანი იყო, რომელსაც უყვარდა სხვები და თავადაც უყვარდათ ახლა და სამუდამოდ.
ძალიან ვამაყობთ იმით, თუ როგორ წარუდგინა მან თავი სამყაროს სიკეთითა და საკუთარი მოწყვლადობის გამოხატვის უნარით. მადლიერები ვართ იმ სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც მივიღეთ როგორც ნაცნობებისგან, ისე სრულიად უცხო ადამიანებისგან, რომლებიც ჩვენს ტკივილს იზიარებენ.
შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო. სამუდამოდ გვიყვარხარ: დედა, მამა და კაია“,- ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.