„მესამე მსოფლიო ომის წინაშე აღმოვჩნდებით..." - ცნობილი ექსტრასენსების პროგნოზები 2025 წლისთვის
1748893324
ანკარა ინიციატივით გამოდის, ვლადიმერ პუტინის, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამიტი თურქეთში გაიმართოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთსა და უკრაინას შორის შეხვედრას შესანიშნავი უწოდა და მიესალმა პატიმრების გაცვლის შესახებ შეთანხმებას.
„დღეს, როგორც იცით, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები სტამბოლში ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაქან ფიდანის თავმჯდომარეობით შეიკრიბნენ. და ეს მართლაც ბრწყინვალე შეხვედრა იყო. შედეგად, არსებობს შეთანხმებები წინა შეხვედრაზე მიღწეულის მსგავსად, ათასზე მეტი პატიმრის გაცვლის შესახებ. პატიმრების გაცვლის გარდა, ასევე არსებობს შეთანხმებები გარდაცვლილთა ცხედრების გადაცემაზე”, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.