გამოქვეყნდა ვიდეო, როგორ გამოიყურება ტრამპი თავდასხმის შემდეგ

ტრამპი

მიტინგზე სროლის შემდეგ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირველად გამოჩნდა საჯაროდ.

დონალდ ტრამპის კომუნიკაციების დირექტორის მოადგილემ, მარგო მარტინმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის თვითმფრინავიდან ჩამოდის.

„ძლიერი და გამძლე. ის არასდროს შეწყვეტს ბრძოლას ამერიკისთვის“, - დაწერა მარგო მარტინმა სოციალურ ქსელში.

 

 პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო.

დონალდ ტრამპის თქმით, ტყვიამ მას მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გაუხვრიტა.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ სროლა, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო.