გაფრთხილება: Facebook გვერდებს იპარავენ - არ გადახვიდეთ Google Bard-ის ლინკებზე!

ჰაკერული თავდასხმა

21 მარტს Google-მა თავისი ჩატბოტი Bard ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადა. მისი გამოყენება ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოშია შესაძლებელი, ახალ ჩატბოტზე კი ჩვენს ქვეყანაში ხელი არ მიგვიწვდება.

ამ ყველაფრის ფონზე ინტერნეტში უჩვეულო ქცევა მოხშირდა: სხვადასხვა Facebook გვერდი სახელს იცვლის და Google Bard ხდება. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში აღნიშნულ ანგარიშებს გვერდით ვერიფიკაციის ნიშანი აქვს, მათი დათვალიერების შემდეგ კი შეიძლება უცებ ისიც აღმოაჩინოთ, რომ Bard-ის, Google-ის ახალი ჩატბოტის, გვერდი უკვე წლებია არსებობს.

ამ ყველაფერმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ — Google Bard-ის თითქმის ყველა ასეთი ანგარიში ყალბია. იდება და ზოგჯერ მასობრივადაც ვრცელდება გარეკლამებული პოსტები, რომლებსაც სპეციალური ბმულები ახლავს სხვადასხვა სერვისის გადმოსაწერად. თუკი ბმულს მაინც გავხსნით,ჩვენს Facebook ანგარიშებს იპარავენ და ყველა გვერდს გვართმევენ, რომელსაც კი ვმართავთ. შედეგად კიდევ უფრო ბევრი ფეისბუკგვერდი იქცევა Google Bard ანგარიშად.

დაიმახსოვრეთ: 

Google Bard-ს არ აქვს Facebook გვერდი!

ეს თაღლითობაა, რადგან:

1.Google კონკურენტის სახელს არ გამოიყენებდა;2.საეჭვოა, რატომ უნდა დაეპოსტათ ბმული .rar ფაილით3.დააკვირდით Trello-ს ბმულს…4.როგორ ფიქრობთ, Google-ს პოსტის დასპონსორება დასჭირდებოდა?! ან ოდესმე გინახავთ Facebook-ზე გუგლის ასეთი რეკლამა?5.ათასობით კომენტარია, მაგრამ ვერცერთს წაიკითხავთ…