გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სააგენტოს ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაპირებთან მათ გემს თავს დაესხნენ

გაერთიანებული სამეფო

გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაპირებთან მათ გემზე თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ბრიტანული მხარის მტკიცებით, კონტეინერმზიდს ამოუცნობი ჭურვი მოხვდა. ეკიპაჟის წევრები უსაფრთხოდ არიან.

„კონტეინერმზიდის კაპიტანმა განაცხადა, რომ მისი გემი დაზიანდა, სავარაუდოდ, ამოუცნობი ჭურვის მოხვედრის შემდეგ“, - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სააგენტოს განცხადებაში.

დაზიანების მასშტაბები უცნობია.