1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის თქმით, "დაბალანსებული ცხოვრების წესის" ფარგლებში კვირაში ერთხელ შიმშილი მისთვის "მნიშვნელოვანი დისციპლინაა".
the Sunday Times-სთან სუნაკის მეგობრებმა თქვეს, რომ პრემიერი კვირა დღის 17:00 საათიდან სამშაბათის 05:00 საათამდე არაფერს ჭამს. მოგვიანებით, სუნაკმა BBC-ისაც დაუდასტურა, რომ კვირაში 36 საათი შიმშილობს.
„ეს ნიშნავს, რომ დანარჩენი კვირის განმავლობაში, შაქრიანი სასუსნავების მიღება თამამად შემიძლია". - თქვა სუნაკმა.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის შაქრისადმი სიყვარული ახალი არ არის. აქამდე მან საკუთარ თავს "კოკა-კოლაზე დამოკიდებულიც" უწოდა და თქვა, რომ ყველაზე მეტად მექსიკური კოლა მოსწონს, რადგან მას ამზადებენ "ლერწმის შაქრით და არა ფრუქტოზის მაღალი შემცველობის მქონე სიმინდის სიროფით".
ინტერვალური შიმშილი წონაში კლების გავრცელებული მეთოდია. ამგვარი დიეტის რამდენიმე ვერსია არსებობს.
ასევე ნახეთ:
„არ გაუშვათ შანსი ხელიდან“ - 2024 წლის მნიშვნელოვანი თარიღები