გაეროს უშიშროების საბჭო ორშაბათს ვენესუელის საკითხზე შეიკრიბება

გაერო

კოლუმბიის მოთხოვნით, გაეროს უშიშროების საბჭო ორშაბათს შეიკრიბება, რათა აშშ-ის მიერ ნიკოლას მადუროს დაკავების საკითხი განიხილოს.

დიპლომატების განცხადებით, კოლუმბიის მოთხოვნას მხარს უჭერენ რუსეთი და ჩინეთი.

15 წევრისგან შემდგარი უშიშროების საბჭო აშშ-სა და ვენესუელას შორის არსებული დაძაბულობის გამო აქამდე ორჯერ - ოქტომბერსა და დეკემბერში შეიკრიბა.

დღეს დილით კი, გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ოპერაცია „სახიფათო პრეცედენტს“ ქმნის.

„გუტერეში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები არ იყო დაცული“, - დასძინა პრესსპიკერმა.