ინფორმაცია მათთვის, ვისაც სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორის საფლავზე მისვლა სურს
1774209216
დონალდ ტრამპის არჩევა რუსეთსა და აშშ-ს შორის ახალი დიალოგის შესაძლებლობას ხსნის, თუმცა ვაშინგტონის მიზანი კვლავ მოსკოვის შეკავება რჩება. ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის ელჩმა, გენადი გატილოვმა ჟენევაში მედიას განუცხადა.
„შიდაპოლიტიკური ძვრების მიუხედავად, ვაშინტონი მუდმივად მისდევს მოსკოვის შეკავების მიზანს. ადმინისტრაციის შეცვლა ამას ნაკლებად ცვლის. ერთადერთი ცვლილება, რომელიც შესაძლებელია, არის ჩვენს ქვეყნებს შორის დიალოგი, რომელიც არ იყო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში“, – განაცხადა გატილოვმა.