ფუტკრებს შეუძლიათ ამინდი შეცვალონ - კვლევა

ფუტკრები

მკვლევრებმა მეთაფლიე ფუტკრის (Apis Mellifera) სკების გარშემო ელექტრული ველების გაზომვით გამოამჟღავნეს, რომ ფუტკრებს შეუძლიათ ისეთივე ატმოსფერული ელექტროენერგიის გამომუშავება, როგორიც ჭექა-ქუხილს. ამან შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს არაპროგნოზირებადი ამინდის დარეგურილებაში და ასევე მათი გავლენა შეიძლება საჭირო გახდეს მომავალი კლიმატისათვის. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

იმის შესამოწმებლად, წარმოქმნიან თუ არა ფუტკრები მნიშვნელოვან ცვლილებებს ჩვენი ატმოსფეროს ელექტრულ ველში, მკვლევრებმა განათავსეს ელექტრული ველის მონიტორი და კამერა, ფუტკრის რამდენიმე კოლონიის მახლობლად. 3 წუთში, როდესაც მწერები ჰაერში აფრინდნენ, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სკების ზემოთ პოტენციური გრადიენტი გაიზარდა 100 ვოლტით, ერთ მეტრზე. სხვა შემთხვევებში, მეცნიერებმა გაზომეს 1000 ვოლტამდე მუხტი მეტრში. ამ შედეგით დიდი ფუტკრის მუხტის სიმკვრივე ექვსჯერ აღემატება ელექტრიფიცირებულ ქარიშხალს და რვაჯერ აღემატება ჭექა-ქუხილის დროს ღრუბლების მიერ წარმოქმნილ მუხტს.

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ თუ მწერების გროვა მკვრივია და ისინი დიდ ღრუბელს ქმნიან, უფრო დიდია ელექტრული ველებიც. მკვლევრები ასევე დააკვირდნენ სხვა მწერებსაც, როგორიცაა კალიები და პეპლები. მათი დასკვნით, ატმოსფერულ ელექტრულ ველზე კალიების ზემოქმედებაც განსაცვიფრებელი იყო და ის ელექტრული მუხტის სიმკვრივეს გამოიმუშავებდა, როგორც ჭექა-ქუხილის დროს.

როგორც მკვლევრები ამბობენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მწერები თავად აწარმოებენ ქარიშხალს, მაგრამ მაშინაც კი, როდესაც პოტენციური გრადიენტები ვერ ქმნიან ელვას, მათ მაინც შეუძლიათ გავლენის მოხდენა ამინდზე. ატმოსფეროში ელექტრულ ველებს შეუძლიათ მტვრის ნაწილაკების იონიზირება და მათი მოძრაობის შეცვლა. მტვერს შეუძლია მზის შუქის გაფანტვა. ხოლო იმის ცოდნა, თუ რა ტრაექტორიით მოძრაობს და ჩერდება მტვვრის ნაწილაკები, დაგვეხმარება გავიგოთ უფრო მეტი ადგილობრივი კლიმატის შესახებ.