1746733863
ფრიდრიხ მერცმა და დონალდ ტრამპმა პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გერმანიის ახალ კანცლერს, ფრიდრიხ მერცს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას გერმანიის მთავრობა ავრცელებს.
გერმანიის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიდერები უკრაინაში ომის დასრულების საკითხის მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
მერცი მიიჩნევს, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს. ტრამპმა კი გერმანიის კანცლერს უთხრა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინის საკითხზე გერმანიის საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ასევე სხვა ევროპელი პარტნიორების ძალისხმევას.
ლიდერები ასევე შეთანხმდნენ ამერიკასა და ევროპას შორის ტარიფების სადავო საკითხის სწრაფად მოგვარების აუცილებლობაზე.