საპენსიო ფონდი სპეციალურ ინფორმაციას ავრცელებს
1768217479
გერმანიის კანცლერის განცხადებით, ირანის მთავრობის მხრიდან მომიტინგეებზე ძალადობა სისუსტის გამოვლინებაა. ამის შესახებ ფრიდრიხ მერცმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ, ნარენდა მოდისთან შეხვედრის დროს აღნიშნა.
„მოვუწოდებ ირანის მთავრობას, მუქარის ნაცვლად, დაიცვას მოქალაქეები. ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ თეირანის ხელმძღვანელობის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალადობას. ძალადობა არა სიძლიერის, არამედ სისუსტის გამოვლინებაა. ძალადობა უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა მერცმა.
ფრიდრიხ მერცმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო ორი კვირაა, ირანის ქუჩებში გადის სულ უფრო მეტი ადამიანი, რომლებიც მშვიდობიანად ითხოვენ თავისუფლებასა და უკეთეს ცხოვრებას.
„ეს ხალხი იმსახურებს უდიდეს პატივისცემას ირანის უსაფრთხოების ძალების არაპროპორციული, სასტიკი ძალადობის წინააღმდეგ გამოჩენილი გამბედაობისთვის“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.