ფრიდრიხ მერცი: უკრაინაში ომი აშშ-ის ჩართულობის გარეშე ვერ დასრულდება

ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი აშშ-ის ჩართულობის გარეშე ვერ დასრულდება.

„ჩვენ ვერ დავასრულებთ ამ ომს უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების შემდგომი ჩართულობის გარეშე. ეს არ არის ის, რისი ჩანაცვლებაც ევროპელებს შეუძლიათ“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა საფრანგეთის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მერცმა ასევე დასძინა, რომ უკრაინისთვის ნებისმიერი მომავალი ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების გარანტიები ასევე აშშ-ის ჩართულობას მოითხოვს.