1746733863
"ლიანას ძმასავით უყვარდა... გემშვიდობები, ჩემო საყვარელო რეზიკო" - გარდაიცვალა გამოჩენილი მეცნიერი, რევაზ გამყრელიძე

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 98 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი მეცნიერი, თანამედროვე მათემატიკის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, მათემატიკის ახალი დარგის - მართვის ოპტიმალური თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი რევაზ გამყრელიძე.
მეცნიერის გარდაცვალებაზე სოციალურ ქსელში წერს მსახიობ ლიანა ასათიანის შვილი ნინო თორაძე:
"დაგვტოვა გამყრელიძეების საოცარი გენის კიდევ ერთმა ბრწყინვალე წარმომადგენელმა, გენიალურმა რევაზ გამყრელიძემ. მისი წვლილი მეცნიერებასა და თანამედროვე მათემატიკის განვითარებაში იმდენად მასშტაბურია, რომ ჩამოთვლა თითქმის შეუძლებელია, ისევე როგორც მისი გენიალური ძმის, თამაზ გამყრელიძის წვლილის ენათმეცნიერებაში.
რეზოს ფენომენალური გონება არა მხოლოდ მათემატიკაში, არამედ მუსიკასა და ხელოვნებაშიც. ისეთივე სიღრმით ერკვეოდა ყველაფერში, როგორც ზუსტ მეცნიერებებში.
ლიანას მამიდაშვილები, რეზო და თამაზი, მას როგორც ძმები ისე უყვარდა, და სწორედ ამიტომ იყვნენ ისინი ჩემთვის და ლექსოსთვის უახლოესი, უაღრესად ძვირფასი ბიძები. მათი სითბო, სიყვარული და გონიერება ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
გემშვიდობები, ჩემო საყვარელო რეზიკო… შენნაირი მოჰიკანები ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას. და როგორ სჭირდება…