2025 წლიდან პენსიონერებისთვის სიახლე ამოქმედდა
1736278270
ფრანგმა ფერმერებმა პარიზის მახლობლად საპროტესტო აქცია გამართეს და გზების გადაკეტვა სცადეს.
პროტესტის მიზეზი ევროპასა და მერკოსურის ქვეყნებს შორის სავაჭრო შეთანხმების შესაძლო შედეგებია. ფერმერები აცხადებენ, რომ ხელშეკრულება მათ ბიზნესს დააზარალებს.
ფერმერების პროტესტის საპასუხოდ, პარიზისა და ვალ-დე-მარნის პოლიციის პრეფექტურებმა გარკვეული პერიოდით აკრძალეს პარიზის ცენტრში ყველა შეკრება, რომელიც წინასწარ არ არის დაანონსებული.
ფრანგული ტელეარხის ცნობით, 13 იანვარს სასოფლო-სამეურნეო პროფკავშირების წარმომადგენლები საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს, ფრანსუა ბაირუს შეხვდებიან.
ფრანგი ფერმერები ევროპასა და მერკოსურის ქვეყნებს შორის სავაჭრო შეთანხმებას, დიდი ხანია, აპროტესტებენ.