Fox News: აშშ-ის სახელმწიფო ვალმა პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკის მოცულობას გადააჭარბა

უკრაინის დახმარების საკითხს ამერიკის შეერთებული შტატების სენატი მომავალ კვირაში განიხილავს

პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ამერიკული ეკონომიკის მოცულობას გადააჭარბა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

ეკონომიკური ანალიზის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სახელმწიფო ვალი 31 მარტის მდგომარეობით 31,27 ტრილიონი დოლარია, ხოლო აშშ-ის ნომინალური მშპ 31,22 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

როგორც Fox News-ი იუწყება, სახელმწიფო ვალი მშპ-ის 100%-ზე მეტს შეადგენს და ამერიკის ეკონომიკის მოცულობას აჭარბებს.

1946 წელს, როცა მეორე მსოფლიო ომი დასრულდა და აშშ დემობილიზაციის პროცესში იმყოფებოდა, სახელმწიფო ვალმა მშპ-თან მიმართებით 106% შეადგინა. ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ მალე ამერიკის დღევანდელი ვალიც ამ მაჩვენებელს გაიმეორებს.

Fox News-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისში კონგრესის დამოუკიდებელმა საბიუჯეტო ოფისმა ბიუჯეტისა და ეკონომიკის 10-წლიანი პროგნოზი გამოაქვეყნა. პროგნოზის თანახმად, 2030 წლისთვის აშშ-ის სახელმწიფო ვალი მშპ-ის 108%-ს შეადგენს, ხოლო ათ წელიწადში ის 120%-ს მიაღწევს.