1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
BBC-ს ინფორმაციით, ფლორიდის შტატში შენიშნეს 4 მეტრის ზომის ალიგატორი, რომელსაც პირში ქალის სხეულის ნაწილები ჰქონდა.
ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ალიგატორი ლარგოს არხში იმყოფებოდა.
"ალიგატორი ცხოვრებაში პირველად ვნახე და თავიდან ვფიქრობდი, მაგარია-მეთქი, მაგრამ როცა დავინახე, პირში რა ჰქონდა, გავიფიქრე, რომ ეს მანეკენი იყო…" – თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
პოლიციამ ალიგატორის დაჭერა მოახერხა და ევთანაზია ჩაუტარა. ამასთანავე, გაირკვა დაღუპულის ვინაობა – 41 წლის საბრინა პექჰემი.
საბრინას შვილის თქმით, გარდაცვლილი სავარაუდოდ ღამით უსახლკაროთა ბანაკში ბრუნდებოდა ან ბანაკიდან გამოდიოდა, როდესაც მას ალიგატორი თავს დაესხა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ დრომდე მხოლოდ მცირე ზომის ალიგატორები ჰყავდათ შემჩნეული.