1734811316
ფიზიკური დაპირისპირება თურქეთის პარლამენტში - დაშავდნენ დეპუტატები
პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის, ჯან ატალაის საკითხის განხილვა თურქეთის პარლამენტში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მემარცხენე „თურქეთის მუშათა პარტიის“ წევრმა, აჰმეტ სიკმა პატიმრობაში მყოფი თანაპარტიელი ჯან ატალაი თურქეთის მმართველი „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ წევრების თავდასმხებისგან დაიცვა და მისი პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვა.
„არ არის გასაკვირი, რომ ატალაის ტერორისტს ეძახით. ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყნის ყველაზე დიდი ტერორისტები იმ სკამებზე მსხდომნი არიან“, – განაცხადა აჰმაეტ სიკმა და მმართველი პარტიის წევრებისკენ მიუთითა.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებას თურქეთის მმართველი პარტიის დეპუტატების აგრესიული გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც აჰმეტ სიკს რამდენჯერმე დაარტყეს მუშტი. სულ მცირე ორი ოპოზიციონერი დეპუტატი დაშავდა ჩხუბის დროს.
ატალაიმ, რომელიც ასევე არის ადვოკატი და უფლებადამცველი, მოიგო არჩევნები ჰათაის სამხრეთ რეგიონში გასული წლის მაისში, ციხიდან საარჩევნო კამპანიის შემდეგ. 2022 წელს ჯან ატალაის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც თურქი ოპოზიციონერი 2013 წელს გეზის პარკის საპროტესტო აქციების ორგანიზებით მთავრობის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულეს.