ფინეთის პრეზიდენტი მზად არის, რუსეთთან მოლაპარაკებებზე ევროკავშირის სახელით ჩაერთოს - მედია

სტუბი

ფინეთის პრეზიდენტი მზადაა, უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლის როლი იკისროს, თუ ასეთი თხოვნა იქნება, - განაცხადა ალექსანდრ სტუბმა ფინურ გამოცემა „ილესთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

„ამ თხოვნაზე უარის თქმა არ შეიძლება, მაგრამ მშვიდობაზე დისკუსია შეგვიძლია დავიწყოთ მაშინ, როდესაც რუსეთი ვალდებულებას აიღებს ცეცხლი შეწყვიტოს“, - აცხადებს სტუბი.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს საომარ ფრონტზე უკრაინისთვის ვითარება უკეთესია, ვიდრე ოდესმე, ომის დაწყებიდან.