„გაზის მიწოდება 7600 აბონენტს შეუწყდება“ - „თბილისი ენერჯის“ განცხადება
1743609832
ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე სტუბმა საკუთარ მოსახლეობას რუსეთთან დიალოგის მორალური მომზადებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ფინური მედია ავრცელებს.
„ჩვენ ფინეთში მორალურად უნდა მოვემზადოთ, რომ მომავალში ურთიერთობები [რუსეთთან] პოლიტიკურ დონეზე აღდგება, თუმცა ჩვენ ჯერ არ ვიცით, როდის მოხდება ეს“, - თქვა სტუბმა.
ყველაფრის მიუხედავად, რუსეთ ფინეთის მეზობლად დარჩება. ორ ქვეყანას 1350 კილომეტრის სიგრძის საერთო საზღვარი აქვს, დასძინა ფინეთის ლიდერმა.
სტუბის თქმით, ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის უკრაინაში ომის დასრულებაზე და მომავალ მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული.
ფინეთის პრეზიდენტმა აგრეთვე თქვა, რომ 27 მარტს ევროპელი ლიდერები მსჯელობდნენ იმაზე, თუ როგორ დაიწყონ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები. მისი თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებების გახსნა კოორდინირებულად უნდა მოხდეს.