აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1774800778
ფინეთის ტერიტორიაზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ინფორმაციას ფინური ტელერადიოკომპანია ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მანამდე ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში - საზღვაო ზონაში და რუსეთის საზღვართან ახლოს „რამდენიმე ნელა მოძრავი ობიექტი“ შენიშნეს.
პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა, რომ დრონები, სავარაუდოდ, უკრაინული იყო.
„ეს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა - ძალიან სერიოზული საქმეა. სავარაუდოდ, ეს უკრაინული დრონებია, თუმცა გარემოებები ზუსტდება და დეტალებს მოგვიანებით შეგატყობინებთ“, - განაცხადა ორპომ.
ბალტიისპირეთის ქვეყნებში გასულ კვირაში რამდენჯერმე განაცხადეს, რომ მათ საჰაერო სივრცეში დრონები შეიჭრნენ. როგორც იტყობინებიან, საფრენი აპარატები, სავარაუდოდ, უკრაინული იყო. 23 მარტის ღამეს ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ლიეტუვაში ჩამოვარდა, ხოლო 25 მარტის ღამეს თითო დრონი ჩამოვარდა ესტონეთსა და ლატვიაში.
ამ ინციდენტების ფონზე რუსულ მედიაში ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა უკრაინულ დრონებს მათ ტერიტორიაზე გადაფრენის ნება ფარულად დართეს. ლატვიის თავდაცვის სამინისტროში ეს უარყვეს.
აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1774800778