ცნობილია მასწავლებლის ვინაობა, რომელიც ტაბახმელაში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
1773431239
18 ნოემბერს ფინეთი რუსეთის საზღვართან 4 გამშვებ პუნქტს ჩაკეტავს. როგორც BBC წერს, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა.
შეზღუდვა 2024 წლის 18 თებერვლამდე იმოქმედებს. ფინეთის მთავრობა ამ გადაწყვეტილების მიზეზად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას ასახელებს.
როგორც ხელისუფლებაში განმარტავენ, აგვისტოს შემდეგ რუსეთიდან მიგრანტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ფინეთის მთავრობა რუსეთის სასაზღვრო პოლიტიკის ცვლილებას უკავშირებს.