Financial Times: ევროპა ომისთვის ემზადება და იარაღის საწარმოები სამმაგი სისწრაფით ფართოვდება

dpa

„ევროპა ომისთვის ემზადება და იარაღის საწარმოები სამმაგი სისწრაფით ფართოვდება“, - ამ სათაურის სტატიას Financial Times-ი აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, ევროპაში ისტორიული მასშტაბის გადაიარაღება მიმდინარეობს.

ახალი სამხედრო ინდუსტრიული საწარმოები უკვე შვიდ კვადრატულ კილომეტრზეა განლაგებული. FT წერს, რომ გადაიარაღების მასშტაბი სცდება სამშვიდობო პერიოდის სამხედრო წარმოებას და ომისთვის სამხედრო ინდუსტრიული ბაზის მშენებლობაზე მიანიშნებს.