Financial Times: აშშ ევროპელ მოკავშირეებს შეიარაღების მიწოდების შეფერხების შესახებ აფრთხილებს

ტექნიკა

ვაშინგტონმა ევროპელ მოკავშირეებს, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ლიეტუვისა და ესტონეთის ჩათვლით ამერიკული შეიარაღების მიწოდების შესაძლო შეფერხების შესახებ აცნობა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიწოდების გაჭიანურების მიზეზად ირანთან ომის გამო შეიარაღების მარაგების შემცირება სახელდება.

კერძოდ, პენტაგონმა მოკავშირეები გააფრთხილა, რომ სარაკეტო სისტემების, HIMARS-ისა და NASAMS-ი ჩათვლით, მიწოდების ვადები გაიწელება, რადგან მარაგები ამოწურულია.

როგორც Financial Times-ი წერს, შეიარაღების ნაწილი აშშ-ს სხვა რეგიონებიდან მიეწოდება, ხოლო შექმნილი დეფიციტი უკვე უკრაინაზეც ახდენს გავლენას.