ლოცვები, რომელიც დიდ ხუთშაბათს უნდა წავიკითხოთ
1775710410
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) სპეცოპერაციების სარდლობის თანამშრომელი მედიისთვის საიდუმლო მასალების გადაცემის ბრალდებით დააკავა. ინფორმაციას FBI-ს დირექტორი, კეშ პატელი ავრცელებს.
„ეს უნდა იყო გაკვეთილი ყველა იმ პოტენციური ინფორმატორისთვის: ჩვენ ასეთ საქმეებს ვიძიებთ და დაკავებებს ვახორციელებთ. FBI არ შეურიგდება მათ, ვისაც ჩვენი ქვეყნის ღალატი და ამერიკელების საფრთხეში ჩაგდება სურთ“, - დაწერა პატელმა სოციალურ ქსელ X-ში.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რაც ედავებიან დაკავებულს, მაგრამ მედია ვარაუდობს, რომ საქმე ეხება ინფორმაციას ირანში ჩამოგდებული ამერიკული თვითმფრინავის პილოტის სამძებრო ოპერაციის შესახებ.