ლოცვები, რომელიც დიდ ხუთშაბათს უნდა წავიკითხოთ
1775710410
9 აპრილს 9 აპრილის მემორიალთან პოლიტიკური პროვოკაციები, ბილწსიტყვაობა, აქციები ვერ მართლდება ვერანაირი არგუმენტებით. თუმცა, იმ აკაცუკებს რაზე უნდა ესაუბრო, ვინც 9 აპრილის მემორიალზე ფეხებით ადის და ტინგიცობს?!- ამ სიტყვების ეხმაურება ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე 9 აპრილის მემორიალთან განვითარებულ მოვლენებს.
სალუქვაძის განცხადებით, წლებია უკვე მიზანმიმართულად ხდება პოლიტიკის მარგინალიზაციის წახალისება და დაფინანსება.
„9 აპრილს 9 აპრილის მემორიალთან პოლიტიკური პროვოკაციები, ბილწსიტყვაობა, აქციები ვერ მართლდება ვერანაირი არგუმენტებით.
თუმცა, იმ აკაცუკებს რაზე უნდა ესაუბრო, ვინც 9 აპრილის მემორიალზე ფეხებით ადის და ტინგიცობს?!
წლებია მიზანმიმართულად ახდენენ, ახალისებენ, აფინანსებენ პოლიტიკის მარგინალიზაციას.
9 აპრილს, რა მოტივებსაც არ უნდა ამოეფაროთ, ტინგიცის მოწყობა 9 აპრილის მემორიალთან არის დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი ფასეულობის შეუეაცხყოფა.
სამწუხაროა, რომ ბოლო წლებში მუდმივად გვიწევს ამ ანა-ბანას ახსნა 9 აპრილს და 26 მაისს. მერე გიკვირთ დამოკიდებულება. არადა, 9 აპრილს რომ თავი დავანებოთ, ვნების კვირაა, დიდი ხუთშაბათია. დგანან, ილანძღებიან, იგინებიან და პროვოკაციებს სხვებს აბრალებენ.
ალბათ, 17 მაისის მსგავსად, მოგვიწევს, რომ 9 აპრილსაც მთელი ერი გავიდეთ,“- წერს ამირან სალუქვაძე.