სპეცოპერაცია „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ - რა ფარული ჩანაწერები და მტკიცებულებები დევს საქმეში
1765909931
აშშ-მა გაერთიანებულ სამეფოსთან დადებული ტექნოლოგიური შეთანხმება შაჩერა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ვაშინგტონი იმედგაცრუებულია ლონდონთან სავაჭრო მოლაპარაკებების მიმდინარეობით.
ტექნოლოგიურ შეთანხმებას აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ დიდ ბრიტანეთში დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს, სექტემბერში მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და ბირთვული ენერგეტიკა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბრიტანელმა მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს, რომ აშშ-მა შეთანხმება გასულ კვირას შეაჩერა. მედიასაშუალებასთან საუბარში ერთ-ერთი წყარო აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უბიძგებს ბრიტანეთს სავაჭრო სფეროში დათმობებისკენ. ლონდონსა და ვაშინგტონს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც მაისში დონალდ ტრამპმა ტარიფები გამოაცხადა.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფო დათანხმდა ყოველწლიურად 13 ათასი ტონა ამერიკული ხორცის იმპორტზე ტარიფების გარეშე. მიუხედავად ამისა, ამერიკულ მხარეს ამერიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის ბრიტანეთის ბაზარზე წვდომის გაუმჯობესება სურს.
ამას გარდა, დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა ციფრული სერვისების მომსახურების გადასახადით, რომელიც დაწესებული აქვთ ტექნოლოგიურ კომპანიებისთვის აშშ-ის სავაჭრო პარტნიორებს, მათ შორის ბრიტანეთს.