„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1759176190
„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, ევროკომისიას ევროკავშირში ახალი წევრების მიღების პროცედურის შეცვლა სურს.
როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, ამგვარად ევროკომისიას სურს, გვერდი აუაროს უნგრეთის მიერ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე დადებულ ვეტოს.
„ფაინენშალ თაიმსი“ წერს, რომ ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა, უკრაინასა და მოლდოვასთან რამდენიმე თემატურ ჯგუფში (კლასტერში) მუშაობა ისე დაიწყოს, რომ ოფიციალურად ამ ქვეყნებთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება აღარ იყოს საჭირო. საუბარია მათ შორის უკრაინისა და მოლდოვის კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების სამუშაოებზე.
ბრიტანული გამოცემის ცნობით, ამგვარად, როდესაც უნგრეთი მოხსნის ვეტოს, მაშინ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების პროცესის ფორმალური დაჩქარება გახდება შესაძლებელი.
როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ იტყობინება, ამ თემაზე საუბარი იქნება 1-ელ ოქტომბერს კოპენჰაგენში დაგეგმილ ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ სამიტზე.