ახალი თაღლითური სქემა, ბანკომატების გამოყენებით
1756844042
აშშ-ი მტრულად განწყობილი სახელმწიფოების მხრიდან მომდინარე ყალბი ამბების წინააღმდეგ საბრძოლველად საერთაშორისო ძალისხმევას წყვეტს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ვაშინგტონმა ევროპის ქვეყნებს უკვე აცნობა დეზინფორმაციასთან ერთობლივი ბრძოლის ძალისხმევიდან გადახვევის შესახებ. საუბარია რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან მომდინარე დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად დადებულ შეთანხმებაზე.
გამოცემის ინფორმაციით, ევროპულმა ქვეყნებმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან შეტყობინება გასულ კვირას მიიღეს.
ცნობისთვის, შეერთებული შტატები წყვეტს იმ ურთიერთგაგების მემორანდუმებს, რომელსაც ხელი გასულ წელს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მოეწერა, რომელიც მიზნად ისახავდა უცხო ქვეყნების მიერ გავრცელებული მავნე ინფორმაციის იდენტიფიცირებისა და გამოაშკარავების ერთიანი მიდგომის შემუშავებას.
გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებდა აშშ-ის მოწინააღმდეგეებისა და ტერორისტული ჯგუფების მიერ საზღვარგარეთ გავრცელებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას.